“ნიკონი”

Nikon – at the heart of the image

             Nikon Corporation დაარსდა 1917 წლის 25 ივლისს, როცა სამი წამყვანი ოპტიკის მწარმოებელი კომპანია გაერთიანდა Seisakusho, Iwaki Glass Co, Fujii Lens და მათ დაერქვათ სახელი – Nippon Kogaku Kokyo K.K. კომპანია აწარმოებდა ოპტიკურ მოწყობილობებს იაპონიის სამხედრო ფლოტისთვის.1931 წელს გაჩნდა ობიექტივების სავაჭრო მარკა Nikkoru (Nikkor).

        მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია გაიზარდა და ის შეადგენდა უკვე 19 ქარხანას და 23 ათას თანამშრომელს. კომპანია აწარმოებდა ბინოკლებს, ობიექტივებს, პერისკოპებს და სამიზნეებს იაპონიის არმიისთვის.მეორე მსოფლიო ომის მერე კომპანიამ შეიმუშავა ორი ობიექტივის მქონე საშუალო ფორმატის (6×6 სმ) ფოტოაპარატი, მაგრამ შემდგომში გადაწყდა რომ მხოლოდ 35 მმ-იანი მიმართულების განვითარებას გააგრძელებდნენ. 1946 წელს გამოჩნდა პირველი 35 მმ-იანი Nikon-ის ბრენდის ფოტოაპარატი.
        ამავე წელს შეწყდა ობიექტივების მიწოდება Canon-ის 35მმ ფოტოკამერებისთვის.
Nikon ხდება კომპანიის ოფიციალური სახელი.
           1948 დაიწყო Nikon I ფოტოაპარატების ექსპორტი ჰონკონგში.
1950 წელს გამოუშვეს Nikon S . ხოლო 1957 წლიდან დაიწყეს Nikon SP რეინჯფაინდერის ტიპის კამერის გამოშვება. ეს ფოტოკამერა ხარისხით ეჯიბრებოდა Leica-სა და Carl Zeiss-ს. ახლო მომავალშივე კომპანი გადავიდა სარკული ერთობიექტივიანი კამერების შემუშავებაზე.
   
1959 წელს გამოუშვეს Nikon F და
 მომდევნო 30 წლის განმავლობაში F სერიის კამერები დიდი პოპულარობით სარგებლობდა პროფესიონალ ფოტოგრაფებს შორის.
1980 წელს გამოვიდა Nikon F3, რომელიც მონაწილეობას იღებდა NASA-ს კოსმოსურ ფრენაში.
უკვე 1982 წელს Nikon უშვებს ფერად ვიდეო კამერას S-100.

1983 წელს გამოვიდა Nikon-is პირველი ავტოფოკუსის მქონე ფოტოაპარატი Nikon F3 AF, ორი შესაბამისი ობიექტივით AF Nikkor 80mm f/2,8 და AF 200mm f/3,5.
1986 წლიდან დაიწყო ობიექტივების გამოშვება ტელეკამერებისთვის.
1988 წელს გამოვიდა ფოტოაპარატი Nikon F4.
უკვე 1990 წელს გაიხსნა კომპანიის განყოფილება ტაილანდში. 1991 აშენდა ქარხანა. 1995 წელს Fuji-სთან ერთად შემუშავდა ციფრული ფოტოაპარატის პროტოტიპი და 1997 წელს გამოვიდა კომპაქტური ციფრული ფოტოაპარატი coolpix 100. 
1999 წელს გამოვიდა D1, მხოლოდ 2,6 მეგაპიქსელის მქონე CCD მატრიცით ( APS-C 23.7 x 15.5 მმ) .
2006 წლიდან კომპანიამ ფაქტიურად შეწყვიტა ფირის ფოტოკამერების გამოშვება (დატოვეს მხოლოდ ორი მოდელი Nikon F6 და Nikon FM10), თუმცა წარმოებიდან მოხსნილი კამერების ტექნიკური მხარდაჭერა გაგძელდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში კიდევ.
Nikon-ის პროდუქცია მესამე ადგილს იკავებს ფოტოაპარატურის ბაზარზე Canon-ის Sony-ის მერე. ხოლო ციფრული სარკული კამერების ბაზარზე იგი მეორეა, Canon-ის მერე.
2011 წლის აპრილში Nikkor-ის ობიექტივების რაოდენობამ მიაღწია 60 მილიონ ეგზემპლიარს.
2012 წელი კომპანიამ აღნიშნა ორი პროფესიონალური ფოტოკამერის გამოშვებით – Nikon D4 და Nikon D800/D800E.
ფოტოაპარატების გარდა Nikon უშვებს ფოტოაქსესუარებს, სკანერებს, პრინტერებს, ბინოკლებს, მიკროსკოპებს, საზომ ხელსაწყოებს და ა.შ.
წყარო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: