“ქენონი”

1933 წლიდან იღებს სათავეს კომპანიის ისტორია, როცა დაარსდა ოპტიკური ლაბორატორია, რომელიც იკავებდა მხოლდო ერთ ოთახს მესამე სართულზე
 Takekawaya-ს შენობაში, ტოკიოში. ლაბორატორია ეკუთვნოდა ორ ახალგაზრდას გორო იოსიდასა და საბურო უტიდას. ლაბორატორიის დანიშნულება იყო გამოეშვათ მაღალი ხარისხის ფოტოაპარატები, რომლებიც არ ჩამოუვარდებოდა გერმანულ მოდელებს, რომლებიც იმ დორისთვის სრულყოფილად ითვლებოდა. ისინი შეუდგნენ არსებული მექანიზმების შესწავლას და გამოკვლევას, ამ ყველაფერს კი ასპონსორებდა კომპანიის მომავალი პრეზიდენტი ტაკესი მიტარაი.
კომპოანიას დაერქვა ბუდიზმის მოწყალების ქალღმერთის სახელი – კანნონ.

1934 წელს მათ მოახრეხეს პირველი 35მმ-იანი Leica-ს ტიპის კამერის შექმნა. კამერას დაერქვა სახელი იგივე ქალღმერთის საპატივცემულოდ – კვანონ. ათი შექმნილი კამერიდან ვერც ერთი ვერ მოხვდა სამწუხაროდ ბაზარზე.
1935 წლის ოქტომბერში ჟურნალ «Asahi Camera»-მ გამოაქვეყნა ანონსი ფოტოკამერა Hansa Canon-ის შესახებ. დასახელებაში Hansa გაჩნდა იმის გამო, რომ ლაბორატორიას არ ქონდა ჯერ განთქმული სახელი და მათ ექსკლუზიური უფლებები გადასცეს Omiya Shashin Yohin Co., Ltd-ს. ფოტოაპარატის ფასი იყო ორჯერ ნაკლები ვიდრე Leica-ს ფასი. ლაბორატორია გაფართოვდა, გადავიდა ახალ შენობაში, დაიწყო პირველი ქარხნის მშენებლობა და დაერქვა სახელი Japan Precision Optical Instruments Laboratory, Co., Ltd.

1939 წლიდან Canon იყენებს უკვე საკუთარ ოპტიკას წარმოებულ ფოტოაპარატებში.
ომის და მიუხედავად 1945 წელს კორპორაცია კვლავ შეუდგა მუშაობას და 1946 წელს მათ გამოუშვეს ფოტოაპარატი Canon SII, რომელიც შესანიშნავად იყიდებოდა.

იმისათვის რომ კომპანიის სახელი ასოცირებულიყო კამერების სახელთან კორპორაციას გადაერქვა სახელი – Canon Camera Co. Inc. კომპანიის პროდუქცია წავიდა ექსპორტზე და იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებშ. 1949 წელს ფოტოაპარატმა Canon IIB აიღო პირველი პრიზი გამოფენაზე სან ფრანცისკოში.

კორპორაცია არ დაკმაყოფილდა ლიდეორბით ფოტოკამერების წარმოებაში – 1956 წელს მათ გამოუშვეს კინოკამერა Canon Cine 8T. თან და თან კომპანიამ განავითარა სადილერო ქსელი და 1970 წელს მათ უკვე ქონდათ თავის წარმომადგენლობა ევროპაში, ლათინურ ამერიკაში,აშშ-ში, ტაივანში და ა.შ.

2010 წლის აგვისტოში კომპანიამ განაცხადა რომ მათ მიერ შემუშავებული იქნა APS-H ზომის და 120 მეგაპიქსელი გაფართოების მქონე CMOS მატრიცა.
Canon დღესაც ლიდერია ფოტოტექნიკის ბაზარზე. კომპანია გარდა ფოტოაპარატებისა ასევე უშვებს მაშუქებს და სხვადასხვა აქსესუარებს ფოტოაპარატებისთვის.
Canon უშვებს ციფრულ ფოტოკამერებს 1984 წლიდან მოყოლებული. პირველი იყო RC-701. Rc სერიას მოყვა PowerShot, Digital IXUS სერიები. EOS სერია შედგება ციფრული სარკული ფოტოკამერებისგან, ცვლადი ოპტიკით, რომელშიც შედის როგორც ნახევრადპროფესიონალურ იასევე პროფესიონალური მოდელებიც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: