Magnium

მაგნუმის“ შექმნით ანრი კარტიე-ბრესონმარობერტ კაპამჯორჯ როჯერმა და დევიდ სეიმურმა ახალი ტიპის, დამოუკიდებელი ფოტორეპორტაჟის განვითარებას გაუხსნეს გზა. 1947 წელს მათ დააარსეს ფოტოგრაფთა გაერთიანება, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ სააგენტოდ რჩება.

1947 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) რესტორანში რობერტ კაპას, ანრი-კარტიე ბრესონის, დევიდ სეიმურისა (მეტსახელად „შიმ“) და უილიამ ვანდევერტის სადილი ფოტოგრაფთა სააგენტოს შექმნით დასრულდა. სადილის განმავლობაში მეგობრების მიერ შესმული შამპანურის დიდი ბოთლის, „მაგნუმის“ საპატივცემულოდ სააგენტოს „მაგნუმი“ ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, ანუ „მაგნუმის“ შექმნის დროს მისი დამფუძნებლები უკვე წარმატებული და ცნობილი ფოტოგრაფები არიან. მათ შემდგომში ფოტოჟურნალისტიკის ჟურნალისტებს უწოდებენ.

უნგრელი ემიგრანტი რობერტ კაპა ესპანეთის სამოქალაქო ომის ყველაზე ცნობილი ფოტოების ავტორია, პოლონელმა ინტელექტუალმა დევიდ სეიმურმა ბავშვებისა და ცნობილი ადამიანების ფოტოებით გაითქვა სახელი, ინგლისელმა ჯორჯ როჯერმა მეორე მსოფლიო ომის დროს 63 ქვეყანაში იმოგზაურა, ყოფილი სამხედრო ტყვე ანრი კარტიე-ბრესონი კი ფრანგი არტისტია. ისინი ერთიანდებიან, რომ შექმნან სააგენტო, რომელსაც თავად ფოტოგრაფები უხელმძღვანელებდნენ. ოთხივე ფოტოგრაფი გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს და მათი სურვილი, ენახათ, რა დარჩა ომისშემდგომი მსოფლიოსგან, სააგენტოს შექმნის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა. „მაგნუმის“ დამფუძნებლების ძირითადი იდეა – ხელოვნებისა და ჟურნალისტიკის შერწყმაში გამოიხატებოდა. რობერტ კაპას, რომელიც „მაგნუმის“ სულისჩამდგმელი იყო და მის „ინტელექტუალურ საყრდენადაც“ ითვლებოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ფოტოგრაფების ფუნქციის სრულიად ახლებული ხედვა ჰქონდა. ამას იმდროინდელი ტექნიკური სიახლეებიც უწყობდა ხელს, კერძოდ კი პატარა ზომისა და პორტატიული აპარატების გამოშვება და მეტად მგრძნობიარე ფირების წარმოების დასაწყისი. ჯორჯ როჯერი იხსენებდა, რომ კაპა „მინიატურული აპარატების უნიკალურ თვისებებს ძალიან აფასებდა. ისინი მართლაც სწრაფი და ჩუმი იყო გადაღებისას… იგი ჩვენს მომავალს სწორედ პატარა აპარატებისა და დიდი იდეების შერწყმაში ხედავდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: