Steve McCurry

     
 სტივ მაქქარის კარიერა მაშინ დაიყო, როცა მან ადგილობრივ ტანსაცმელში გადაცმულმა  პაკისტანის საზღვარი გადაკვეთა და ჩავიდა აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ავღანეთში, სანამ რუსეთი დაიპყრობდა მას. უკან კი ტანსაცმელში ჩაკერებული ფირებით დაბრუნდა, რომლებიც კონფლიქტის პირველ ფოტოებს ასახავდა.
      მაქქარიმ გადაიღო ბევრი საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტი – ყოფილი იუგოსლავიის დაშლა, ბეირუთი, კამბოდია, ფილიპინები და ავღანეთი. მისი ფოტოები წარმოდგენილი იყო ჟურნალებში მთელი პლანეტის მასშტაბით. ნეშენელ ჯეოგრაფიკისათვის  შექმნილი მისი რეპორტაჟები მოიცავდა ტიბეტს, ავღანეთს, ბირმას, ინდოეთს, ერაყს, იემენს, ასახავდა ბუდისტურ რელიგიას და ანგკორ უატის (Angkor Wat) ტაძრებს.
     უმაღლესი მწვერვალი მის კარიერაში იყო, როდესაც მან იპოვა შარბათ გულა, ის უცნობი ლტოლვილი გოგონა, რომლის ფოტოც მსოფლიო ფოტოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად გამოსახულებად ითვლება.

დატოვე კომენტარი