“ქოლგა” თბილისი ფოტო 2012

ყოველწლიური ფოტოკონკურსი ქოლგა წელს მეთერთმეტედ ტარდება. განვლილმა ათმა წარმატებულმა წელმა იმის აუცილებლობა წარმოშვა, რომ კონკურსს უფრო დიდი მასშტაბები მიეღო. დაგეგმილია ფოტოკონკურსის ინტერნაციონალური პოზიციის დამკვიდრება. ფოტოკონკურსი გამოცხადდა უცხოეთში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპაში. კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები გერმანიაში, ქალაქ კიოლნში PHOTOKINA 2012 ფარგლებში გამოიფინება. PHOTOKINA მსოფლიოში, ფოტო-ფილმის სფეროში, წამყვანი გამოფენა-გაყიდვის პორტალია: http://www.photokina.de/de/photokina/home/index.php

საერთაშორისო პოზიციების დამკვიდრების მიზნით სახელმა განიცადა სახეცვლილება: ფოტოკონკურსი ქოლგა გახდაKolga TBILISI PHOTO. რებრენდინგის ფარგლებში შეიქმნა კორპორატიული სტილი და ახალი ლოგო. ფოტოკონკურსს დაემატა გამოფენებისა და საგანმანათლებლო მიმართულება. Kolga TBILISI PHOTO წელს სახეცვლილი ფორმატით პირველად ჩატარდება საქართველოში. მისი მიზანია ინტერნაციონალური ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, როგორც კლასიკური, აგრეთვე თანამედროვე, დაკავშირება საქართველოსთან, ქართულ ფოტოგრაფიასთან. საზოგდოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფიის ნიმუშებს, აგრეთვე თანამედროვე ფოტოგრაფების ნამუშევრებსა და ქართველი ფოტოხელოვანების მოღვაწეობას. Kolga TBILISI PHOTO– ს ფარგლებში ჩატარდება საინტერესო გამოფენები, ფოტოკონკურსი ქოლგას მონაწილეებისთვის სხვადასხვა ფოტოუორკშოპი, პოტფოლიო განხილვები და მოხსენებები. გაიმართება დისკუსიები და ა.შ., რომლებსაც ჩაატარებენ ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და ფოტოექსპერტები. კონკურსის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ მსოფლიო მნიშვენლობის ფოტოგრაფებსა და მათ შემოქმედებას და საკუთარი ნამუშევრები გააცნონ უცხოელ ექსპერტებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: